20 ივნისს, ხობში დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე დასრულდა ვეტერანი ფეხბურთელის, სპორტის ოსტატის ენუქი თევზაძის სახელობის თასის გათამაშება მინი ფეხბურთში.
ტურნირში 8 გუნდი იღებდა მონაწილეობას, ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ხობის N 1 საჯარო სკოლის და ახალი ხიბულის N 2 საჯარო სკოლის ფეხბურთელთა გუნდები დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება ხობის N 1 საჯარო სკოლის ფეხბურთელთა გუნდმა მოიპოვა.
სპორტულ ღონისძიებას ვეტერანი ფეხბურთელის ოჯახის წევრებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტისსაკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია და მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ.
გამარჯვებულები თასებითა და სამახსოვრო სიგელებით დაჯილდოვდნენ.