8 აგვისტოს დასრულდა 2008 წელს ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტების, გოგა ჭითანავას და ლევან ტურავას სახელობის რიგით მეშვიდე გათამაშება მინიფეხბურთში. ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა და მასში 6 გუნდი იღებდა მონაწილეობას.
ტურნირში მესამე ადგილი „ვეტერანთა“ გუნდმა მოიპოვა, ფინალში ერთმანეთს ხეთისა და ხამისკურის ფეხბურთელთა გუნდები დაუპირისპირდნენ, შეხვედრა ხეთის ფეხბურთელთა გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
ტურნირის დახურვის ცერემონიალს გოგა ჭითანავას და ლევან ტურავას ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ხობის მუნიციპლალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია, გამგებლის მოადგილეები მახარე ჩოკორაია და ვარაზ გაბედავა, ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი შავლეგ ბუკია და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გამარჯვებულები და პრიზიორები თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. ხოლო გოგა ჭითანავას ოჯახს სამახსოვრო საჩუქარი მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ბიუროს ხელმძღვანელმა რევაზ წულაიამ გადასცა.