დასრულდა 2008 წელს ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის გოგა ჭითანავასა და ჯარისკაც ლევან ტურავას სახელობის რიგით მეთხუტმეტე გათამაშება მინი ფეხბურთში. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ხეთის ცენტრისა და ხამისკურის ფეხბურთელთა გუნდები დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება ხეთის გუნდმა მოიპოვა. ტურნირის გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს თასები და სიგელები გადაეცათ. სპორტულ ღონისძიებას გოგა ჭითანავას და ლევან ტურავას ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ.
ტურნირი საფეხბურთო კლუბ ხობის „კოლხეთის“ ორგანიზებით და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა.