8 აგვისტოს ხეთაში გოგა ჭითანავას სახელობის მინი სტადიონზე, გაიმართა უკვე ტრადიციად ქცეული 2008 წლის 8 აგვისტოს ტრაგიკულად დაღუპული გოგა ჭითანავასა და ლევან ტურავას სახელობის ტურნირის ფინალური მატჩი მინიფეხბურთში. ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ქალაქ ხობისა და ხეთის ფეხბურთელთა გუნდები, შეხვედრა ხობელთა გუნდის გამარჯვებით დასრულდა. გამარჯვებულ გუნდს სპეციალური თასი, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს სიგელები და პრიზები გადაეცათ.
ფინალურ მატჩს გ. ჭითანავასა და ლ. ტურავას ოჯახის წევრებთან ერთად მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.