9 აგვისტოს, ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტების: გოგა ჭითანავასა და ლევან ტურავას სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრები გაიმართა. პირველობის გამარჯვებული ხეთის „ცენტრის“ გუნდი გახდა. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილების მფლობელ გუნდებს თასები და მედლები გადაეცათ. შეჯიბრების ფინალურ შეხვედრას და დაჯილდოების ცერემონიას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია ესწრებოდა. სპორტული შეჯიბრება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა