დასრულდა 2008 წელს ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის გოგა ჭითანავასა და ჯარისკაც ლევან ტურავას სახელობის რიგით მეთერთმეტე გათამაშება მინი ფეხბურთში. ტურნირი საფეხბურთო კლუბ ხობის „კოლხეთის“ ორგანიზებით და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა და მასში 8 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ხამისკურისა და ხეთის (ცენტრი) ფეხბურთელთა გუნდები დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება ხეთის (ცენტრი) გუნდა მოიპოვა. ტურნირის გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს თასები და სიგელები გადაეცათ.
ფინალურ მატჩს, გოგა ჭითანავას და ლევან ტურავას ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დოდო გაბუნია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.