ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, 2004 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ჯარისკაცის, კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართა. სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს კობა შუბითიძის ხსოვნას.
საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული და კობა შუბითიძის სახელობის თასის მფლობელი პენალტების სერიით, ახალი სოფლის ფეხბურთელთა გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში ჭალადიდის გუნდი დაამარცხა.
ტურნირის ფინალს, დადაჯილდოების ცერემონიალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, მაჟორიტარი წევრი დაჩი ბერაია, საქართველოს პარლამენტის წევრები, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია მოწვეუილ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობისმუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.