ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, ლევან ჭოჭუას სახელობის საფეხბურთო ტურნირის ფინალური მატჩები გაიმართა.
საფეხბურთო პირველობის გამარჯვებული და ლევან ჭოჭუას სახელობის თასის მფლობელი შუა ხორგის გუნდი გახდა, ხოლო მეორე ადგილი ქარიატის გუნდმა დაიკავა.
სპორტულ შეჯიბრებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტურნირი ადგილობრივი თვითმმართველობისა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით ჩატარდა.