23 ნოემბერს, ქალაქ ხობში, საბილიარდე კლუბ „მიხეილში“, დასრულდა, ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ბილიარდში, მიხეილ იოსავას სახელობის გარდამავალ თასზე. ტურნირში 40 მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებულები ბილიარდის ორ სახეობაში - ,,პული" და ,,თავისუფალი პირამიდა“ გამოვლინდნენ. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ მობილიარდეებს, ასევე სხვადასხვა ინდივიდუალურ ნომინაციაში საუკეთესოდ დასახელებულებს თასები, მედლები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
სპორტული ღონისძიების ფინალურ შეხვედრებს და დაჯილდოების ცერემონიას, მიხეილ იოსავას მამასთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა ესწრებოდნენ.
ტურნირი, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ ორგანიზებით განხორციელდა.
„პული“
I ადგილი - გიორგი მირცხულავა;
II ადგილი - გიორგი ჩარტია;
III ადგილი - ლუკა საჯაია.
„თავისუფალი პირამიდა“
I ადგილი - ედიკა კვიკვინია;
II ადგილი - სანდრო ჩიტაია;
III ადგილი - ოთარ სახურია.