29 აგვისტოს, ხობის პაატა თათარიშვილის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის, ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრები გაიმართა, სადაც ერთმანეთს ხობის და ფოთის ნორჩ ფეხბურთელთა გუნდები დაუპირისპირდნენ, ტურნირის გამარჯვებული ფოთის ფეხბურთელთა გუნდი გახდა.
საპრიზო ადგილების მფლობელ გუნდებს და ინდივიდუალურ ნომინაციებში საუკეთესო მოთამაშეებად დასახელებულებს თასები და სიგელები გადაეცათ.
ტურნირის ფინალურ მატჩს და დაჯილდოებისცერემონიას, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერის მოადგილეები რევაზ ზაქარაია და დავით ბერაია ნუტის ოჯახის წევრებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციისა და ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბ ხობის „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.