4 სექტემბერს ხობის ცენტრალურ სტადიონზე დასრულდა ხობის „კოლხეთი-2“-ის ახალგაზრდა ფეხბურთელის, ტრაგიკულად დაღუპული ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში. ტურნირის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ზუგდიდის სასპორტო სკოლის ნორჩი ფეხბურთელები და დინამოს აკადემია მარტვილის ნორჩი ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ. სადც გამარჯვება ზუგდიდის ნორჩ ფეხბურთელთა გუნდმა მოიპოვა და შესაბამისად ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის თასის მფლობელი გახდა. სპორტული ღონისძიების დაჯილდოების ცერემონიას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით ბერაია, ოლიმპიური კომიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ლევან ლატარია, ნუტის ოჯახის წევრები, მეგობრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. სპორტული ღონისძიება, სამეგრელო-ზემო სვანეთის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციისა და „საფეხბურთო კლუბ ხობის კოლხეთის“ ოგანიზებით განხორციელდა.