ხობში საფეხბურთო ცენტრის სტადიონზე დასრულდა ვეტერანი ფეხბურთელის, ხობის კოლხეთის გუნდის უფროსის, პაატა თათარიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ფეხბურთში.
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს „ფოთის საფეხბურთო სკოლის“ და „მარტვილის აკადემიის“ ნორჩ ფეხბურთელთა გუნდები დაუპირისპირდნენ, სადაც „ფოთის საფეხბურთო სკოლამ“ გამარჯვება მოიპოვა და პირველი ადგილის მფლობელი გახდა. მეორე ადგილზე გავიდა „მარტვილის აკადემიის“ ფეხბურთელთა გუნდი, ხოლო მესამე ადგილი ხობის „კოლხეთის“ ფეხბურთელთა გუნდმა დაიკავა.
დაჯილდოების ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილეები რევაზ ზაქარაია და დავით ბერაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გივი ლატარია, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან, პაატა თათარიშვილის ოჯახის წევრებთან და საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდნენ.
ტურნირი საქართველოს ფეხბურთის ფედეცაიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფედერაციის ორგანიზებით და ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართა.