ხობის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეებთან ერთად, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, საჯარო სკოლების, თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების და საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ოცდაორივე ადმინისტრაციულ ერთეულში დასუფთავდა წინასწარ განსაზღვრული ადგილები. აქციას, რომელშიც სამასამდე ადამიანი მონაწილეობდა, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია შეუერთდა. დასუფთავების აქციის პარალელურად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, 100 ერთეული ურნის დადგმის პროცესი მიმდინარეობს, ასევე რამდენიმე დღეა ექსპლუატაციაში შევიდა და სრული დატვირთვით მუშაობს, ორი ახალი ( 7 მ3 და 13 მ3 მოცულობის) ნაგავმზიდი მანქანა. დასუფთავების აქცია მუნიციპალიტეტში პერიოდულად გაიმართება.