15 სექტემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრებისა“ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით, ხობის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია სახელწოდებით „დავასუფთაოთ მსოფლიო-დავასუფთაოთ საქართველო“ გაიმართა. აქციაში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის და თვითმმართველობის იურიდიული პირების თანამშრომლები მონაწილეობდნენ. აქციაში მონაწილეებმა ქალაქ ხობში წინასწარ განსაზღვრული ადგილები დაასუფთავეს.