ქალაქ ხობში, დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე სტარტი აიღო აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, დათა ხურცილავას სახელობის თასის გათამაშებამ მინი ფეხბურთში.
ტურნირში ქალაქ ხობის, თორსა-დღვაბის, ახალსოფლის, ხამისკურის, საჯიჯაოს, ხეთის, ახალი ხიბულის, გურიფულის, ეროვნული გვარდიის და სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის გუნდები მონაწილეობენ.
ტურნირის გახსნის ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და დათა ხურცილავას ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
სპორტული შეჯიბრება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით ტარდება.