ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული რეზერვისტის, დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე, 12 თებერვალს, სტარტი აიღო მინი-ფეხბურთის ტურნირმა, რომელშიც მონაწილეობენ მუნიციპალიტეტის ფარგლებში სამოყვარულო საფეხბურთო გუნდები.თამაშის დაწყების წინ ტურნირის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპული გმირის ხსოვნას.