16 თებერვალს, ქ. ხობში დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე, აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, დათა ხურცილავას სახელობის პირველობის ფინალური შეხვედრები გაიმართა. ტურნირის გამარჯვებული სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ხეთის გუნდი დაამარცხა, ხოლო მესამე ადგილი ახალი სოფლის გუნდმა დაიკავა. ტურნირის გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს, ინდივიდუალურ ნომინაციებში საუკეთესოდ დასახელებულ ფეხბურთელებს თასები, სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.
სპორტულ ღონისძიებას დათა ხურცილავას ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და სენაკის მეორე ბრიგადის მეთაური ვიცე პოლკოვნიკი კობა გრიგოლია ესწრებოდნენ.
საფეხბურთო პირველობა, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.