13 ივნისს, ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიის დროს დაღუპული ხობელი დების ინდირა და ლიზი ზარანდიების ხსოვნის პატივსაცემად, თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალური ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, მერის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ, მერის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად სიმბოლურად, მარადმწვანე ხეები დარგეს.