დედაენის დღესთან დაკავშირებით, ხობის კულტურის სახლის ფოიეში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით ,,ო, ენავ ჩემო“. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა სახის აქტივობა;
-იმღერე ქართულად.
- შექმენი ნახატი ქართული ანბანით.
- გადაწერე „ვეფხისტყაოსანი“.
-კალიგრაფიით შესრულებული ხელთნაწერების წიგნად აკინძვა.
მოეწყო თემატური გამოფენა, შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ხობის მუნიციპალიტეტის ცენტრალური და სათემო ბიბლიოთეკების ნორჩი მკითხველები, მოსწავლე ახალგაზრდობისა და კულტურის სახლის აღსაზრდელები.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერი დავით ბუკია სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ.