14 აპრილს, დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ქალაქ ხობის N1 და N2 საჯარო სკოლების და საერო სკოლა „არეას“ მოსწავლეებმა ლიტერატურული კომპოზიცია - „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ“ წარმოადგინეს; ხოლო, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში დოკუმენტური ფილმის - ,,ჩვენი ენა ქართული" ჩვენება გაიმართა.
დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორი ბეჟან ბერაია ესწრებოდნენ.