2 მარტს ქალაქ ხობის N1 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა დედის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართეს, აღსაზრდელები და მშობლები მაყურებელთა წინაშე სხვადასხვა მუსიკალური ნომრებითა და ლექსებით წარსდგნენ. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდა.