ხობის კულტურის სახლის ფოიეში, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები პირველი აგვისტოდან 3 სექტემბრამდე აწარმოებენ იძულებით გადაადგილებულ პირთა რეგისტრაციას. რეგისტრირებულ პირთა მოწმობების გაცემა დაიწყება 2013 წლის I ნოემბრიდან მარტის ჩათვლით ლიბერთი ბანკის ფილიალებში.