ხობის მუნიციპალიტეტში პირველი აგვისტოდან 3 სექტემბრამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელახალი რეგისტრაციის შედეგად 3700-დან, დაახლოებით 2300-მდე დევნილმა გაიარა რეგისტრაცია. იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებმაც ვერ მოახერხეს დარეგისტრირება ქ. ხობში, აღრიცხვა უნდა გაიარონ ქ. ზუგდიდში 27 დეკემბრის ჩათვლით.