ქ. ქუთაისში 8 ივნისს დასრულდა საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელშიც 10 წლის გოგონათა შორის 7,5 ქულით წარმატებით იასპარეზა და ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ჭადრაკის ჯგუფის ნორჩმა მოჭადრაკემ დიანა ლომაიამ. გამარჯვებული სპორტსმენი შემოდგომაზე ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.