ხობში, კულტურის სახლის მცირე დარბაზში, ,,მედია ფონდის’’ ინიციატივითა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით თემაზე - ,,საბჭოთა რეპრესიები სამეგრელოში’’ დისკუსია გაიმართა.
შეხვედრა-დისკუსიას ისტორიკოსი გოგიტა ჩიტაია უძღვებოდა.რომელიმაც შეკრებილი საზოგადოების წინაშე, მეოცე საუკუნის 20-30-იან წლებში ბოლშევიკებთან მებრძოლ და რეპრესირებულ, ხობში მოღვაწე საერო და სასულიერო პირებზე ისაუბრა