27 სექტემბერი არის უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლებისა. 335 წელს რომის იმპერატორ კონსტანტინეს დედის, ელენე დედოფლის ბრძანებით – იერუსალიმის მახლობლად, იპოვეს იესო ქრისტეს ჯვარი. ყველასათვის შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჯვრის ხილვა, იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა ანუ აღამაღლა იგი. აქედან წარმოდგება დღესასწაულის სახელწოდება „ჯვართამაღლება“.
დღეს ყოველი მორწმუნე განსაკუთრებით გამოხატავს ჯვრის თაყვანისცემას და სასოებით მიმართავს უფალს: „ჯვარსა შენსა თაყვანსა ვსცემთ მეუფეო და წმიდასა აღდგომასა შენთა ვუგალობთ და ვადიდებთ“.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ყველას გილოცავთ ჯვართამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს, ჯვრის მადლი და ძალა გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!