საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებო, საზოგადოებრივ ცენტრს“ საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა. სპორტული ინვენტარი ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ ძალოსნობის ჯგუფის ნორჩ სპორტსმენებს საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, მერის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ტარიელ ალექსანდრიამ,საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა მამაცაშვილმა და ძალოსნობის ფედერაციის წარმომადგენელმა გოჩა ჩიქოვანმა პირადად გადასცეს.