ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ორსართულიანი, 60 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა მოწყობითი სამუშაოები და ინვენტარის შეტანა.
აღნიშნული ბაღის მშენებლობის ღირებულებამ 1,5 მლნ. ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, ფონდი „ქართუ“ სრულ რეაბილიტაციას უტარებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლს. მიმდებარე ტერიტორიაზე ფონდი ასევე აშენებს ეკლესიასა და სკვერს.
მიმდინარე და განხორციელებული სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნუკრი ხასიამ და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ დაათვალიერეს.