სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკი (ნუკრი) ხასიამ და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, სოფელ ძველ ხიბულაში ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით მიმდინარე საბავშვო ბაგა-ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათავლიერეს. ორსართულიანი, 60 აღსაზრდელზე გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.
ხელისუფლების წარმომადგენლები ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გაეცნენ. ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმის გახსნისთვის აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. „ქართუ ჯგუფის„ პროექტის ფარგლებში უკვე დაწყებულია ეკლესიის მშენებლობა, რომელიც იქნება კომპლექსი, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება პატივი მიაგოს ზვიად გამსახურდიას ხსოვნას. უახლოეს პერიოდში დაიწყება მუზეუმის ეზოში პარკის გაშენების სამუშაოები.