ძვირფასო ხობელებო, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. ახალი წლის შემობრძანება ასოცირდება უკეთესი მომავლის იმედთან, უკეთესობისკენ მუდმივ სწრაფვასთან. ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებას გვაქვს რეალური საფუძველი, ჩვენს მოსახლეობას წინასაახალწლოდ ვუთხრათ - ახალი 2017 წელი იქნება წარმატებების წელი, რადგან ჩვენს მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, რომელიც აუცილებლად ჰპოვებს პოზიტიურ ასახვას თითოეული თქვენგანის ოჯახების კეთილდღეობაზე.
უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით გისურვებთ, რომ დამდეგი ახალი წელი თქვენთვის და სრულიად საქართველოსთვის ყოფილიყოს სიკეთის, ბედნიერების, ხვავის და ბარაქის მომტანი წელიწადი.
ედიშერ ჯობავა
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე