ძვირფასო ხობელებო, კოლეგებო, მადლობას გიხდით გამოცხადებული ნდობისთვის, უდიდეს მადლიერებას გამოვხატავ და გულწრფელ მადლობას ვუხდი, ჩემს პოლიტიკურ გუნდს, ,,ქართულ ოცნებას", მხარდაჭერისთვის.
ჩემთვის დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა, ვიყო ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ვემსახურო ჩემს მუნიციპალიტეტს, ჩემს ხალხს და სამშობლოს.
ჩემთვის მთავარი მიზანი და პრიორიტეტი მუნიციპალიტეტის ყველა მაცხოვრებლის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება იქნება. თითოეული თქვენთაგანის აზრი და ინიციატივა ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ერთიანობით და თანამშრომლობით შევძლებთ წარმატებების მიღწევას.
მჯერა, ერთად შევძლებთ ხობის მუნიციპალიტეტის უკეთესი მომავლის შექმნას, მის კეთილდღეობას და წინსვლას.
გმადლობთ კიდევ ერთხელ ნდობისთვის.
გოჩა ქაჯაია
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე