ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“ ახორციელებს პროექტს „საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება“. პროექტის მიზანია ელექტრონული მმართველობის ერთიანი სტანდარტის შექმნა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში. პროექტის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში ელექტრონული სერვისების დანერგვასთან დაკავშირებით, 23 ივლისიდან აქტიურად მიმდინარეობს თეორიული და პრაქტიკული სწავლება, რომელით ითვალისწინებს ჯგუფურ და ინდივიდუალურ სამუშაო შეხვედრებს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამშომლებთან. ამ ეტაპზე ტრენინგები ჩატარდა ადამიანური რესურსების მართვის სისტემებსა და კანცელარიის მოდულებში, თითოეულ მოდულში გაიმართა სამდღიანი ტრენინგი. ტრენინგებს უძღვება მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ანალიტიკოსი თეა სუთიაშვილი. აღნიშნული პროგრამა მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს მისცემს შესაძლებლობას მუნიციპალიტეტისგან ერთი ფანჯრის პრინციპით, მოკლე დროში მიიღოს ხარისხიანი მომსახურება.