საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციით ენტეროვირუსული მენინგიტის გახშირებული შემთხვევის გამო ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთინების ბაგა-ბაღებში 22-27 მაისამდე შეწყდა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი. ჯანდაცვის ცენტრი განათლების რესურსცენტრისა და სკოლამდელი გაერთიანების ხელმძღვანელებს აძლევს რეკომენდაციას სკოლებში და საბავშვო ბაგა-ბაღებში ჩაატარონ სანიტარულ-სადეზინფექციო ღონისძიებები და 22- 23 მაისი გამოცხადდეს შესაბამის დაწესებულებებში გაძლიერებული სანიტარული დამუშავებისა და დასუფთავების დღედ. ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვირუსული მენინგიტით დაავადების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.