5 ოქტომბერს მუხრანის სტადიონზე საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის მეექვსე ტურის მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს გაგრის „გაგრა“ და ხობის „კოლხეთი“ დაუპირისპირდნენ. მატჩი ხობის „კოლხეთის“ გამარჯვებით 2-1 დასრულდა. სტუმართა კარში ორივე ბურთი კოლხეთის თავდამსხმელმა ბექა ბაკურაძემ გაიტანა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ხობის „კოლხეთს“ ამ გამარჯვებას.