ხობის მუნიციპალიტეტში „ევროპის სპორტის კვირეულის“ (European Week of Sport –
#BeAqtive) დახურვის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი ხელისწუფლების სხვა წარმომადგენლები. „ევროპის სპორტის კვირეული“ (European Week of Sport –
#Be Active) ევროკომისიის ორგანიზებით, 2015 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ხელს უწყობს სპორტული და ფიზიკური აქტივობისპოპულარიზაციას ევროპის მასშტაბით.
“ევროპის სპორტის კვირეული“ იმართება ყველასთვის, განურჩევლად ასაკისა, სპორტული გამოცდილებისა, თუ ფიზიკური მომზადების დონისა.
კვირეული განხორციელდა ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით.