9 მაისს, ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით ხეთის მხარეთმცოდნეობისა და დიდების მუზეუმში ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება „რაც დავიწყებით არ იბინდება“ გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სამამულო ომის ვეტერანთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ყვავილებით შეამკეს და სანთლები აანთეს შინმოუსვლელთა საფლავებზე.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას 600 ლარის, ხოლო, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახები - 300 ლარის ოდენობით. ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვეტერანებს პირად საბანკო ანგარიშზე 250-250 ლარი, ხოლო შპს „შავი ზღვის ტერმინალისგან“ 100-100 ლარი ჩაერიცხათ.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ყველა ვეტერანს ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავს და თითოეულ მათგანს უსურვებს დიდხანს სიცოცხლეს.