9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ქარდავამ და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილი მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ხეთის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ეზოში - ,,ხსოვნის ველზე“ მდებარე სიმბოლური საფლავები ყვავილებით შეამკეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, კაპიტონ ცხადაიას სახლში ეწვივნენ, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს.
კაპიტონ ცხადაიას პირად ანგარიშზე ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 ლარი ჩაერიცხა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ერთჯერად ფულად დახმარებას 1000 ლარის, ხოლო, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახები - 500 ლარის ოდენობით მიიღებენ.