9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით,ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის მხარეთმცოდნეობისა და დიდების მუზეუმში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ და მუნიცუპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ხეთის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ეზოში - ,,ხსოვნის ველზე“ მდებარე სიმბოლური საფლავები ყვავილებით შეამკეს.