17 ოქტომბერს საჩხერის მუნიციპლიტეტში სრულიად საქართველოს პირველი ფესტივალი „მრავალჟამიერი“ გაიმართა, რომლის მიზანი იყო ქართული, უნიკალური, პოლიფონიური მრავალჟამიერის მომავალი თაობებისათვის შემონახვა და პოპულარიზაცია. კონცერტში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა კუთხის ფოლკლორულმა ანსამბლებმა, რომლებმაც შეასრულეს თავიანთი კუთხისთვის დამახასიათებელი „მრავალჟამიერი“. ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლმმა „კოლხეთი“(ხელმძღვანელი ნ.ზარანდია), სიმღერით „მეგრული მრავალჟამიერი“. ანსამბლმმა ჟიურისა და მსმენელების დიდი მოწონება დაიმსახურა და მონაწილეები ფესტივალის დიპლომებითა და პრიზით დაჯილდოვდნენ.
ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ფოლკლორის სახელობის ცენტრი, საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა და გამგეობის კულტურის სამსახური.