24 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლს საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ესტუმრნენ. სტუმრებმა ხობის სალოტბარო სკოლას სასწავლო ლიტერატურული კომპლექტი, კომპაქტ-დისკები და საკრავები საჩუქრად გადასცეს. ღონისძიებას სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთდ დაესწრო. როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს მსგავსი ტიპის ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.
ღონისძიების დასრულების შემდეგ მხარის გუბერნატორი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ხობის მოსახლეობას შეხვდა და მათ ხობში განსახორციელებელ პროექტებსა და გეგმებზე ესაუბრა, ასევე მომავალშიც მხარდაჭერა აღუთქვა.