25 ივნისს საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში გაიმართა ფოლკლორის საღამო, სადაც მონაწილეობდა: საჯიჯაოს საოჯახო მომღერალთა გუნდი, ახალი ხიბულის ქალთა ვოკალური ჯგუფი „მახარია“ და ძველი ხიბულის ფოლკლორული ანსამბლი „მაფშალია“. მათ მიერ წარმოდგენილი იყო ხალხური სიმღერების და ზეპირსიტყვიერების ნიმუშები. ღონისძიების მიზანი იყო ფოლკლორის ძირძველი ფესვების წარმოჩენა-შენარჩუნება და ზეპირსიტყვიერების ნიმუშების გაზიარება. ფოლკლორის საღამოს ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. დასასრულს დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, მან მადლობა გადაუხადა საღამოს ორგანიზატორებს და მონაწილეებს ფოლკლორის განვითარების ხელშეწყობისთვის.