30 აგვისტოს კულტურის სახლის ფოიეში გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, უკვე მესამედ სტარტი აიღო გოგი ბუკიას სახელობის ტრადიციულმა ტურნირმა ნარდში. შეჯიბრი სამი დღე გაგრძელდება და 2 სექტემბერს დასრულდება. ტურნირი ტარდება ნარდის საერთაშორისო წესდების შესაბამისად. მსაჯობენ: ვლადიმერ გერგაია და მერაბ კიტია. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით.
ნარდში ასპარეზობას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე მ. ქარდავა, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გ. ქაჯაია და ადგილობრივი ხელისუფლებს წარმომადგენლები.