11-13 აპრილს ანტალიაში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი "გამარჯვების თასი-Victory Cupი" ჭაბუკ მოჭიდავეთა შორის, სადაც საქართველოს ნაკრებმა ჯამში 14 მედალი მოიპოვა და 65 ქულით მესამე გუნდური ადგილი დაიკავა.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის ჩემპიონობა მოიპოვეს ხობელმა ნუგზარ წურწუმიამ (42კგ წონით კატეგორია), და ჯონი ხეცურიანმა (50კგ წონით კატეგორია).
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ნორჩ მოჭიდავეებს ჩემპიონობას და წარმატებებს უსურვებს მომავალ ასპარეზობებზე.