USAID-ის დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G3) პროგრამა 2014 წლის ივლის-ოქტომბერში ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული მერების/გამგებლების, საკრებულოს თავმჯდომარეების, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების, კომისიების თავმჯდომარეებისა და საკრებულოს აპარატის უფროსებისათვის იმ უნარ-ჩვევების განვითარებას, რაც მათ შემდომში ეფექტურ მართვაში დაეხმარება. პროექტს კოალიცია „თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის“ და G3 კონტრაქტორი - სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრი ახორციელებს.
ტრენინგი სამ ეტაპად ტარდება. პირველ ეტაპზე ტრენინგი ჩატარდა თბილისში, მერების და გამგებლების მონაწილეობით.
მეორე ეტაპზე 16-18 სექტემბერს, ტრენინგში, რომელიც ბაკურიანში ჩატარდა მერებთან და გამგებლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საკრებულოების თავმჯდომარეებმა. გამგებლების/მერებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების ტრენინგს ბაკურიანში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაიაც ესწრებოდნენ.
მესამე ეტაპზე ტრენინგები ჩაუტარდებათ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს, კომისიის თავმჯდომარეებს და საკრებულოს აპარატის უფროსებს.
ტრენინგ კურსის გავლის შედეგად მონაწილეებმა შეიძინეს საბაზისო პრაქტიკული ცოდნა თვითმმართველობის საკითხებისა და იმ თემების შესახებ, რომლებიც აუცილებელია მათი საქმიანობისა და საჯარო მომსახურების ეფექტურად მიწოდებისათვის,რაზედაც მათ გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.
პროექტი ხორციელდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (MRDI), ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის (CEGSTAR) და G3 წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.