22 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს კომისიების მხრიდან მოსმენილ იქნა გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ 2015 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში. ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა ზ. ბუკია და მის დაქვემდებარებაში მყოფმა განყოფილების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობაზე.
თავის მხრივ კომისიის წევრების მხრიდან დაისვა საკითხი იმ პრობლემებზე, რაც ამ სამსახურში არსებობს. კერძოდ, როგორც კომისიის წევრებმა აღნიშნეს აუცილებელია დროულად მოხდეს საკრებულოსთვის იმ საკითხების წარდგენა, რაც საკრებულოს სხდომაზე განიხილება. ასევე დროულად მოხდეს შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაც, რათა გაფორმდეს ხელშეკრულებები და ამის გამო ტექნიკურ პერსონალს არ შეუფერხდეს მუშაობა, რადგან არ შეიქმნას ანტისანიტარიის საფრთხე ადმინისტრაციულ შენობაში. რაც შეეხება მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობას, აუცილებელია მოსახლეობის სრული ინფორმირება, ამ მიზნით გამოითქვა მოსაზრება საინფორმაციო ბუკლეტების დაბეჭვდვის თაობაზე. საკრებულოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და საკრებულოს კომისიის წევრების ნაწილის მხრიდან გამოთქმული შენიშვნების მიუხედავად გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მუშაობა დადებითად იქნა შეფასებული.