24 იანვარს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის მხრიდან მოსმენილ იქნა ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის მიერ 2016 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში. განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ხორავამ ისაუბრა ცენტის მიერ გაწეულ საქმიანობაზე და განხორციელებულ პროექტებზე. კომისიის მიერ ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის მუშაობა შეფასდა დადებითად.
საკრებულოს შესაბამისი კომისიების მხრიდან ეტაპობრივად გაგრძელდება ადგილობრივი თვითმმართველობის იურიდიული პირების ანგარიშების მოსმენები.