20 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა თანამდებობის პირებმა დაათვალიერეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულებული შიდა სასოფლო გზის და ჭალადიდის საზოგადოებრივ ცენტრის შენობაში განხორციელებული სარემონტო სამუშაოები. პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და განსახორციელებელი სამუშაოების მონიტორინგი ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან პერიოდულად გაგრძელდება.