ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2016 წლის 30 მარტს 11:00 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
დღის წესრიგი
1. „ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური);
2. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის უფროსი);
3. „ქ. ხობში ცენტრალური სტადიონისთვის პაატა თათარიშვილის სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი);
4. „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი);
5. „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების სოფელ ყულევის №66.17 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2016 წლის 22 მაისს გასამართ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი);
6. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროეტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის უფროსი);
7. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N48 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
8. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის მიერ 2015 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში.
(მომხსენებელი: მ. ნაჭყებია - გამგეობის შიდა აუდიტისა და კონტროლის
სამსახურის უფროსი);
9. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2015 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი);