ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2016 წლის 19 აპრილს 11:00 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
დღის წესრიგი
1. „ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური);
2. „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 თებერვლის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ლ. ცატავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
3. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის თაობაზე
(მომხსენებელი: ე. ჯობავა - საკრებულოს თავჯდომარე).