ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2017 წლის 28 აპრილს 11:00 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1. „ფრაქცია „მაჟორიტარების“ შექმნის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო - საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
2. „ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის
საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);
3. პეტიციის წესით შემოსული საკითხების გადაწყვეტის შესახებ;
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე);
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის
სამსახურის უფროსი);
4. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის 2016 წლის ანგარიშის მოსმენის თაობაზე“;
(მომხსენებელი: მ. ნაჭყებია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა 00აუდიტისა და კონტროლის სამსახურის უფროსი);
5. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის ანგარიშის მოსმენა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი).